16 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"დესტრუქციული ქმედება" - ირაკლი კობახიძე შს მინისტრის გამოსვლისას ოპოზიციის პროტესტზე

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ შს მინისტრის გამოსვლის შეწყვეტას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ "ვიდრე ეს ამორალური ქმედება არ შეწყდება, საკითხის განხილვა არ უნდა დაიწყონ".

"პირველ რიგში, მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რაც ვიხილეთ პარლამენტში. მეორე - რაც შეეხება იმ ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, ამორალურია შინაარსით, როდესაც ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა, როდესაც აქვთ ამისი პოლიტკოსებს, როდესაც ამაში რთავენ რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც შეიძლება წამროვიდგინოთ.

ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე, ალბათ, უმჯობესი იქნება არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები