16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, მით უმეტეს, ჟურნალისტებს, რომლებსაც თავ-პირი დაამტვრიეს რუსთაველზე - ვაშაძე გომელაურს

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძემ შს მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებში არის პროტესტი და აბსოლუტურად ბუნებრივია ეს პროტესტი.

"დაიწყეთ თქვენი გამოსვლა, მოვისმენთ თქვენს პოზიციას. კარგი იქნებოდა, 5 ივლისამდე მოსულიყავით და გაგაფრთხილებით, არ მომხდარიყო ეს უბედურება ქვეყანაში რაც მოხდა. ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული ამ დარბაზში არ ხდება.

პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, მით უმეტეს, ჟურნალისტებს, რომლებსაც თავ-პირი დაამტვრიეს რუსთაველზე და იცით, რომ ლექსო გარდაცვლილია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შს მინისტრს უხერხულობას უქმნის ჟურნალისტების პროტესტი, მაგრამ მას უხერხულობა არ შეუქმნა იმან, 20 ადამიანი რომ ერთ ჟურნალისტს სცემდა რუსთაველზე და პოლიცია დამალული იყო.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სიმართლისთვის თვალის გასწორების ეშინიათ, მაგრამ მათ მოუწევთ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა და პროტესტის დანახვა, პროტესტს თვალს ვერ აარიდებენ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებლები ჟურნალისტებზე ძალადობაში, მათ არ დაიცვეს ჟურნალისტები და მოქალაქეები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები