პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. დასახელებული ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა - 100 ხმა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია: გიორგი კალანდარიშვილი - 82 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი; გიორგი სანტურიანი - 2 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატებიდან, თუ 2 მცდელობის შემდეგ ვერ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება, თუ ამაზეც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს 76 ხმით.