20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
მამაკაცმა მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი თავადაც გადახტა

მოსკოვში მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი ფანჯრიდან გადააგდო შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გამოძიების თანახმად კაცი ყოფილ მეგობარ ქალთან ნივთების წამოსაღებად მივიდა, დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მამაკაცმა ქალს ხელი ჰკრა და ქალი მე-15 სართულიდან ფანჯრიდან გადავარდა. ამის შემდეგ ის თავადაც გადახტა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აღძრულია საქმე მკვლელობის მუხლით. მამაკაცს კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება სიკვდილის შემდგომ.

დღის ამბები