16 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება - რა გზავნილებით მიდიან ხელისუფლების ოპონენტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" შარლ მიშელთან შესახვედრად ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან.

შეხვედრის დაწყებამდე ხელისუფლების ოპონენტებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელზეც ყურადღების გამახვილებას აპირებენ.

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას, ამიტომ მას მოლოდინი აქვს, რომ შარლ მიშელის გზავნილები სასამართლოსთან დაკავშირებით იქნება ძალიან მომთხოვნი და მკაცრი.

პარტია "საქართველოსათვის" წევრი ნათია მეზვრიშვილიც შარლ მიშელის შეთანხმების არშესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება, არ სრულდება.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საუბარი იქნება იმ მექანიზმებზე, რომლითაც ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ ის ნაბიჯები გადადგას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, მათი ძირითადი გზავნილები იქნება ძალადობა და ზეწოლა მედიასა და ოპოზიციაზე და ამ კონტექსტში სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა.

დღის ამბები