უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზსთან ჩავიდა, ამ მიზნით ის ხურჩასა და ენგურის ხიდს ეწვია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს მოინახულებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გაავრცელა.
"ბატონი ზელენსკი ჩამოსვლისთანავე ეწვევა ხურჩას და ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას. ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.