20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
ქალები ნატოს სათავეში - ვინ განიხილება ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე

ამერიკული გამოცემა Politico​ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატურებს ასახელებს.

როგორც გამოცემა წერს, იენს სტოლტენბერგის პოზიციაზე კანდიდატებად, შესაძლოა, ქალი ლიდერები - ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე, ასევე, ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი - კერსტი კალულაიდი განიხილონ.

კანდიდატებს, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაასახელებენ. მოქმედ გენერალურ მდივანს იენ სტოლტენბერგს ვადა 2022 წელს ეწურება.

დღის ამბები