16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდების მოუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი ამნისტიის კანონის მიღებაა. 

"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად გარდა ერთადერთი შემთხვევისა - თუკი არ იქნება ამნისტია ამ ფორმით მიღებული. ვინაიდან დაუსჯელობის სინდრომი ბადებს ახალ დანაშაულს. ამ ამნისტიით გათვალისწინებულია იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 20 ივნისს, რომელმაც დაასახიჩრეს ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ოპოზიციური პარტიები "ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ. "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, რადგან თავად სარგებლობს ამ დოკუმენტის ბენეფიტებით

"ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა დაგვეხმარებოდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" უფრო ნათელი ყოფილიყო მთლიანად ოპოზიციური ერთობის წარმოდგენა ამ დოკუმენტთან მიმართებაში. ბუნებრივია, დღესაც იყო ამის შესახებ ნახსენები და გვგონია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაც მომენტში უნდა მოიფიქროს ამის გაკეთება, რადგან თავად სარგებლობს ამ დოკუმენტის სარგებლით,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები