20 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
აშშ-ში კვლავ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

შეერთებულ შტატებში კვლავ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ორეგონის შტატში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია, დამწვარია 120 000-ს ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ცეცხლის ჩაქრობაში 2 000-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. განადგურდა 160 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამ ეტაპზე ხანძრის 80-ზე მეტი აქტიური კერა ფიქსირდება ამერიკის 13 შტატში. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.

დღის ამბები