16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ჩვენი ეკონომიკის ზრდა სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, შეადგენს 7.7%-ს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით - 7.7%-ს შეადგენს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საჭიროა მაქსიმალური ჩართულობა იმუნიზაციის პროცესში, რათა საქართველოში ეკონომიკის განვითარების პოზიტიური და ძლიერი ტემპი შენარჩუნდეს.

"ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა - 45%, რაც იყო მართლაც უპრეცენდენტო არა მხოლოდ რეგიონში არამედ ზოგადად მთელი ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში ასევე გქონდა ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში.

წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა და ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით.

მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, მათი პროგნოზის მიხედვით, შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და ჩავიტაროთ ერთი მარტივი აცრა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები