20 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
სვეტლანა ტიხანოვსკაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც შტატებში გაიმართა, მხარეებმა ბელარუსში არსებული ვითარება და რეჟიმის მიერ ოპონენტების დევნა განიხილეს.

ამასთან ერთად, ტიხანოვსკაიამ შტატებს ბელარუსის დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები