23 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
დარწმუნებული ვარ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს, არავის განვიხილავთ კონკურენტად - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, წარადგენს თუ არა ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძის კანდიდატურა და გამარჯვება პირველივე ტურში უალტერნატივო იქნება.

"ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამოცანა კახა კალაძის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის პირველივე ტურში მოგება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ასეც დასრულდება და კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.

რაც შეეხება ოპოზიციის პრაქტიკას, ამას არავითარი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, თუმცა, თუ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, ეს, რა თქმა უნდა, ბევრად გაგვიადვილებს ჩვენ პირველივე ტურში არჩევნების მოგებას. არავის არ განვიხილავთ კონკურენტად, ცოტა ტრაფარეტულია შეიძლება ეს განცხადება, მაგრამ კონკურენტი რაც არის დღეს, ეს არის ის გამოწვევები, რომელის წინაშეც დგას ჩვენი ქალაქი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები