მოძრაობა "დროამ" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით - "გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!" კედელზე მიანათა.
მოძრაობა "დროას" თქმით, მსგავსი პერფორმანსები იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა.
5 ივნისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლექსო ლაშქარავაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.