20 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
აშშ-ში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - 2 ათასი საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის აქტიური კერები რამდენიმე შტატში ფიქსირდება.

რთული მდგომარეობაა ორეგონში, სადაც ბოლო მონაცემებით, 160 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია და ასამდე ნაგებობაა დამწვარი.

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა 2 ათასი საცხოვრებელი სახლიდან. ცეცხლის ჩაქრობას ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.

დღის ამბები