16 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - კახა კუჭავას იმ პირების მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რომლებმაც 18 ივლისს სასესიო დარბაზში ქალ დეპუტატებზე იძალადეს

ქალი დეპუტატები და უფლებადამცველები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავენ და მოუწოდებენ მოახდინოს რეაგირება იმ პირების მიმართ, რომლებმაც სასესიო დარბაზში ქალ დეპუტატებზე იძალადეს.

შეგახსენებთ, 18 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.

დღის ამბები