ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩაშლილ სხდომას შეეხო.
ოპოზიციამ შალვა პაპუაშვილისგან განმატებები მოითხოვა მისი ქმედების გამო, როცა მან ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა. ოპოზიციის განცხადებით დეპუტატის ქმედება ქალზე ძალადობად უნდა შეფასდეს.
ბრალდებებს მმართველი გუნდის დეპუტატმა ბრალდებებითვე უპასუხა.
"ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც 2 მანდატური ვერ აკავებდა. ეს არასწორი ქმედებაა, ამოფარება სქესს, რომ აგრესია და ყველაფერი ეპატიება. რატომ უსვამთ ხაზს. ეს იყო არა თუ ჩემი უფლება, არამედ მორალური ვალდებულება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?" - მიმართა კითხვით შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
"ზუსტად"- უპასუხა პაპუაშვილმა.