საქართველოს პარლამენტმა, ცესკოს თავმჯდომარის და 2 წევრის კანდიდატურა ისევ ვერ დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა მეორე მცდელობაზეც 100 ხმა ვერ დააგროვა. 83 მომხრე 11 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა დღევანდელი კენჭისყრა.
პარლამენტს კიდევ ერთი მცდელობა აქვს ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად. თუ მესამე მცდელობაზეც კალანდარიშვილმა დეპუტატების 100 ხმა ვერ მოიპოვა, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით აირჩევს.