16 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ძალადობა თუ აგრესიის აღკვეთა - არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები კახა კუჭავას 18 ივლისს მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას სთხოვენ

30 ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. განცხადების ხელის მომწერები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია კახა კუჭავას დუმილი 18 ივლისს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა სპიკერის ადგილისკენ მიმავალი ოპოზიციონერი დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალით გაიყვანა.

მიმართვის ავტორები მომხდარს ძალადობას უწოდებენ და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათ ამ განცხადების გაკეთება პარლამენტის შენობაში სურდათ, რისი საშუალებაც არ მიეცათ - ეს ცალკე კრიტიკის საგანი გახდა.

თემამ ბიუროს სხდომაზე დისკუსია და ურთიერთბრალდებები გამოიწვია. დღეს მომხდარზე კომენტარი, ამავე სხდომის ფორმატში, თავად შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა. დეპუტატს მიაჩნია, რომ კი არ იძალადა, არამედ ქალი კოლეგისგან მომავალი აგრესია აღკვეთა და მეტიც - ამის მორალური ვალდებულება ჰქონდა.

დღის ამბები