16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგია ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ ეღირსებით - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართული ოცნების" კანდიდატებს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში ალტერნატივა არ ეყოლება.

"ნაციონალურ მოძრობას", კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები