ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მერობის კანდიდატად დღეს ნიკა მელიას წარადგენს. ვინ უერთდება და ვინ არა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, უფრო ზუსტად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი იმ პრინციპებს ხსნის, თუ რატომ მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად ნიკა მელიას წარდგენა:
"ნიკა მელიას ყოველთვის ჰქონდა და ექნება სააკაშვილის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას კანდიდატურაზე შეჩერდა არჩევანი, იმიტომ, რომ კვლევებმაც აჩვენა ნიკა მელია იყო უკონკურენტო, ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა და შესაბამისად, მას ყველა პარტიის და მონაწილე პირის მხარდაჭერა ჰქონდა," - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.