16 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"მსუსხავი ეფექტი აქვს 5 ნომერს" - ოპოზიციის ნაწილი არჩევნებზე საერთო კანდიდატით გასვლას არ ეთანხმება

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მერობის კანდიდატად დღეს ნიკა მელიას წარადგენს. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოპოზიციის სხვა ნაწილი. მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთად დაჯგუფებით "ქართულ ოცნებას" შანსი ეძლევა 43%-ზე მეტი აიღოს, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს, რაც გიორგი ვაშაძისთვის მიუღებელია.

"მსუსხავი ეფექტი აქვს 5 ნომერს, იმიტომ, რომ ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს "ნაციონალურ მოძრაობას". თუ დავჯგუფდებით ყველა ერთად ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია დამარცხდება რეფერენდუმში და ჩემთვის მთავარი არის რეფერენდუმი, არ შეცვლილა ეს ამოცანა პროტესტის პირველი დღიდან, როდესაც ბოიკოტი გამოვუცხადე პარლამენტს. იმის მერე ვითხოვ რიგგარეშე არჩევნებს და რეფერენდუმში უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის საერთო კანდიდატს "ქართული ოცნების" გამარჯვების გზად მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, მისი თქმით, ამ გზით კახა კალაძე გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს.

"ჩვენ ვართ ძალიან წინააღმდეგი, რომ თბილისში ერთიანი კანდიდატი დავუპირისპიროთ კახა კალაძეს, მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართული ოცნების გზა, სადაც პირველივე ტურში მოიგებს კახა კალაძე, შესაბამისად დაბეჯითებით მოვუწოდებთ ჩვენ კოლეგებს რომ ამ გზას ნუ აირჩევენ. პირიქით, ვისაც შეუძლია და ჰყავს სათანადო კანდიდატი მერობის არჩევნებისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დააყენოს, რომ შეიქმნას მეორე ტური, თუ ამ სტრატეგიას არ აირჩევენ მე ჩემთვის მეცოდინება რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია ქოცებთან, იმიტომ რომ მაგათ აწყობთ ეს ამბავი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები