"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერის პოზიციაზე მათი კანდიდატი - კახა კალაძე გაიმარჯვებს.
გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიას გამარჯვების შანსი არ აქვს.
"ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოება, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, არანაირად არ ესწრაფვის დესტაბილიზაციას. ნიკა მელიას კანდიდატურაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.