პირი, რომელმაც გუშინ ინტერვიუს ჩაწერის დროს დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, იდენტიფირეულია. ის გიორგი ომანაძეა.
ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და ადმინისტრაციული წესით წარმოება დაიწყო. წვრილმანი ხულიგნობა, რომელიც გუშინ მოხდა, ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უცნობია, დაიბარეს თუ არა ის გამოკითხვაზე.