"ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
"ბატონი კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და თბილისს ეყოლება კვლავ ისეთივე წარმატებული და ღირსეული მერი, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაამშვენა ჩვენი დედაქალაქი, ეს თვალშისაცემია და ამას ვერ უარყოფს ვერცერთი ოპონენტი მხარე," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მომდევნო კვირას უნდა გაირკვეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატების ვინაობა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მხარს თბილისის მერად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ელენე ხოშტარიას კანდიდატურას უჭერს.
თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" სახელით თბილისის მერობის კანდიდატად კენჭს კახა კალაძე იყრის.