რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და 2 წევრის არჩევას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება - ამჯერად უკვე 90 ხმაა საჭირო. თუ საჭირო დეპუტატების რაოდენობა ისევ ვერ შეგროვდება და წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, ასეც მოხდება, საკანონმდებლო ორგანო კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეეცდება.
კანდიდატების მიმართ საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მმართველ პარტიაში. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, კანდიდატებად არიან შერჩეული ის პირები, რომლებიც საზოგადოების მაღალ სანდოობას დაიმსახურებენ. მათი თქმით, ოპოზიციას არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ.
კანდიდატი, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს გიორგი კალანდარიშვილია და ის ამჟამადაც ცესკოში მუშაობს.