20 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მსოფლიოში ​კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 194 მილიონს აჭარბებს - ქვეყნები ზომებს ისევ ამკაცრებენ

მსოფლიოში ​კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 194 მილიონს აჭარბებს. განსაკუთრებით სწრაფად ვირუსის "დელტა" ვარიანტი ვრცელდება.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მომდევნო თვეებში ინფიცირების მაჩვენებლის მატების შემთხვევაში, შესაძლოა, არავაქცინირებული პირებისთვის გერმანიაში შეზღუდვები დაწესდეს.

სოციალური დისტანციის წესებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა. ინდონეზიაში კი დაწესებული რეგულაციები ერთი კვირით გახანგრძლივდა.

ამერიკის შეერთებული შტატებში კი პირბადის ტარების წესისა და ვაქცინის ე.წ. "ბუსტერ" დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავენ.

დღის ამბები