პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირების სანქციებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
საკითხს დღეს დილიდან ადამიანის უფლებათა დაცვის, ხოლო შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები განიხილავენ. არ არის გამორიცხული მასზე რიგგარეშე სხდომაზეც იმსჯელონ.
საუბარია 245 ათასზე მეტი მოქალაქისა და 344 იურიდიული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე - ჯარიმის საერთო თანხა, დაახლოებით, 76 მილიონს შეადგენს.
მმართველი გუნდი ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.