16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
იქნება თუ არა ხელახალი ლოქდაუნი - პრემიერის განმარტება

იქნება, თუ არა ხელახალი ლოქდაუნი - პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მიზანია ეპიდემია მართვადი იყოს და ჩაკეტვის საჭიროება არ დადგეს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

"ბევრი საუბრობს ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახლა ჩაკეტვა. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, ეს არის მართვის გზა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვმართოთ ეფექტიანად ზოგადად ეპიდემია.

ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოქდაუნი და არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი.

ამიტომ მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები