16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
საპარალამენტო არჩევნები არ გაყალბებულა - რა წერია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს

საპარალამენტო არჩევნები არ გაყალბებულა - ასეთი დასკვნა 3 თვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო.

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იყო, საუბნო კომისიის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაადგინა, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნულ ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო.

დადგენილებას 79-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო პარლამენტის ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

ის ერთი წევრი, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, არმაზ ახვლედიანია, რომელიც თვლის, რომ საგამოძიებო კომისია სანდო არ არის და მათ საქმიანობას უნდობლობას უცხადებს. 

მმართველი გუნდი კი ოპოზიციას უარგუმენტობის გამო აკრიტიკებს.

დღის ამბები