ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში იმართება, სადაც რიკ დაემსი პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება.
ასევე, ის ევროპელი დიპლომატი პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს - საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმარს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.