16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ერთი შეცდომა იპოვონ ამ დასკვნაში, რაც კომისიამ დადო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ ერთ შეცდომაზეც კი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მზადაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაში შეცდომას იპოვიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"პარლამენტის ტრიბუნიდან შევთავაზე, ახლაც ვთავაზობ პირდაპირ ეთერში, ერთი შეცდომა იპოვონ ამ დასკვნაში რაც კომისიამ დადო და გავაგრძელოთ დებატები, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ ერთ შეცდომაზეც კი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის დისბალანსის მქონე 19 უბანიც, თუმცა როგორც კომისია ამტკიცებს არსებულ ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისია თავის შეფასებაში მიკერძოებული და არაობიექტური იყო.

დღის ამბები