საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის განსახორციელებლად, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილების ზრდას. ეს ყველაფერი საჭიროა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.
მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები, მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური დისკურსის განვითარებაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.
კონსულტაციები საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და განვიხილეთ სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები,"- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.