20 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 197 მილიონს აჭარბებს - ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 197 მილიონს აჭარბებს. ქვეყნები ე.წ. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ახალ რეგულაციებს აწესებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაქცინირებული პირებისთვის წახალისების მიზნით მოქალაქეზე 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის.

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც 60 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს.

კოვიდ-სერტიფიკატის არ მქონე პირებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვებს აწესებს პაკისტანი, ამასთანავე, აცრა სავალდებულო გახდება საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის და ვაქცინის არ გაკეთების შემთხვევაში ისინი 31 აგვისტოდან სამთავრობო შენობებში, სკოლებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აღარ დაიშვებიან. 

დღის ამბები