20 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ოფიციალური ერევანი და ბაქო ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ

ოფიციალური ერევანი და ბაქო ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მათ საჰაერო სივრცეში შესვლას აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატები ცდილობდნენ. ორ ქვეყანას შორის ბოლო დღეებში ვითარება დაძაბულია.

სომხეთის პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გუშინ საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების პუნქტების განთავსების ინიციატივით გამოვიდა. 

დღის ამბები