"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ის თავად უხელმძღვანელებს.
"მიღებულია გადაწყვეტილებები შტაბის უფროსთან და კამპანიის ლიდერებთან დაკავშირებით. პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს მე ვუხელმძღვანელებ. თბილისში კამპანიის ლიდერი იქნება - კახა კალაძე, კამპანიის ლიდერი საქართველოს მასშტაბით კი იქნება, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. გარდა ამისა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, 63-ვე მუნიციპალიტეტთან მიმართებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.