20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ბავშვებს მხოლოდ მაშინ აბანავებენ, როდესაც ჭუჭყი მათზე ვიზუალურად ჩანს

ცნობილმა მსახიობებმა ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა გადაცემაში Armchair Expert განაცხადეს, რომ ბავშვებს მხოლოდ მაშინ აბანავებენ, როდესაც ჭუჭყი მათზე ვიზუალურად ჩანს, სხვა შემთხვევაში, მათი თქმით, ბანაობას აზრი არ აქვს. 

თემაზე საუბარი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც წამყვანმა დექს შეპარდმა განაცხადა, რომ ყოველ დღე საპნით ბანაობის შედეგად სხეულის საჭირო ცხიმებს ვიშორებთ, რაზეც კატჩერი და კუნისი დაეთანხმნენ. 

"ბავშვობაში ცხელი წყალი არ მქონდა, ამიტომ ხშირად არ ვბანაობდი, არც ჩემს ბავშვებს ვბან ყოველ დღე," - განაცხადა კუნისმა

კატჩერი კი ამბობს, რომ სხეულის გარკვეულ ნაწილებს იბანს მხოლოდ და ვარჯიშის შემდეგ სახეზე "წყალსაც შეისხამს ხოლმე". 

დღის ამბები