16 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება - როგორ ემზადებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. პარტიებს 2 თვე ექნებათ იმისათვის, რათა ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ხმა მათ მისცენ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები ოფიციალურად შევა ძალაში. მათ შორის, დაუშვებელია ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის ხელის შეშლა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს - ნაწილს, უკვე გათვლილი აქვს სტრატეგიაც და კანდიდატებიც უკვე წარადგინეს, მეორე ნაწილი კი წინასაარჩევნო მზადების პროცესშია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა ობოლაძის შეფასებით, არსებობს განცდა, რომ წინ მძიმე პროცესებია, თუმცა ობოლაძის თქმით, პარტიის პასუხისმგებლობა იმაშია, რომ ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტის არჩევნებში აკუმულირება მოხდეს და "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება.

პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ისინი შეეცდებინ თბილისის საკრებულოში შეიყვანონ ის თანაგუნდელები, რომლებიც თბილისის პრობლემების მოგვარებაზე აქამდეც ზრუნდავდნენ.

მმართველი პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის ემზადება. მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

დღის ამბები