16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ვინ არიან კახეთში "ოცნების" მერობის კანდიდატები - ორ დღეში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ორ დღეში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. კანდიდატები ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად საკუთარ სამოქმედო გეგმებზე მუშაობენ.

კახეთის მუნიციპალიტეტში მმართველმა პარტიამ 8 მერობის კანდიდატი უკვე წარადგინა. თელავის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია; დედოფლისწყაროს მერობისთვის მესამედ იბრძოლებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გურჯაანის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი იქნება; ახმეტის მერობისთვის კი ალექსი ფიცხელაური ემზადება.

ყვარელში მერობისთვის გივი ზაუტაშვილი იბრძოლებს. ლაგოდეხის მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილი, ისევ შეეცდება ქალაქის მერი გახდეს; საგარეჯოში კი გამარჯვებისთვის ავთანდილ გულიკაშვილი ემზადება; "ქართული ოცნებიდან" სიღნაღის მერობის კანდიდატად კი მალხაზ ბეგიაშვილია წარდგენილი.

დღის ამბები