პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლაა.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა ვახტანგ მეგრელიშვილმაც. ამ წუთებში კი შეხვედრა მიმდინარეობს პარტია "ლელოსთან".
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებია დაგეგმილი სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.
"ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას. ვიცით, რომ იგი შეხვდა შარლ მიშელს იმავე საღამოს და ამ თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი," - განაცხადა "ლელოს" წევრმა მამუკა ხაზარაძემ.