საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე საქართველოში - 29% სრულად მხარს უჭერს. მეტნაკლებად მხარს უჭერს - 22%, მეტნაკლებად ეწინააღმდეგება- 12%, სრულად ეწინააღმდეგება-27%.
არ იცის /პასუხი არ აქვს-10%
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.