მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
მათი განცხადებით, პანდემიის სირთულის მიუხედავად, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, საარჩევნო კამპანიას მაინც გამართავენ და საზოგადოებას, როგორც პროგრამას, ასევე მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს გააცნობენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ წინასაარჩევნო პროცესმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს და არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს.