საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. გიორგი კალანდრიშვილი კომისიას 6 თვით უხელმძღვანელებს.
პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, ცესკოს ახალი თავმჯდომარე 83 ხმით აირჩია. გიორგი კალანდრიშვილი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2008 წლიდან მუშაობს. ის წლების მანძილზე, იურიდიული განყოფილების უფროსი, შემდეგ კი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს ორი წევრი -გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე აირჩიეს.