26 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
ვინ აიღო პასუხისმგებლობა თურქეთში გაჩენილ ხანძარზე - მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის

თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, შეერთებული შტატები - ეს ის ქვეყნებია, სადაც უკვე რამდენიმე დღეზე მეტია ხანძრებს ებრძვიან. ასობით დაშავებული და ათასობით ევაკუირებული - სახელმწიფოები ხანძართან გასამკლავებლად ერთმანეთს ეხმარებიან. თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის საჭიროებებისთვის რამდენიმე მილიონი უკვე გამოყო. სიცილია კი დასახმარებლად რომს მიმართავს.

თურქული მედიის ცნობით, ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "ცეცხლის შვილებმა" აიღო.

საბერძნეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი სიცხეები უშლის, რასაც აფრიკის ჩრდილოეთიდან წამოსული ცხელი ჰაერის მასებიც განაპირობებს. ექსპერტები სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ და სახელმწიფოებს მასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები