მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გადანაწილების შემთხვევაში, მათი კანდიდატები არჩევნებს დიდი სხვაობით მოიგებენ. მთავარ გამოწვევად "ქართული ოცნება" არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას მიიჩნევს და პირობას დებს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
"ყველგან, სადაც არიან წარდგენილი ჩვენი კანდიდატები, არიან უკონკურენტოები, უკონკურენტოები არა იმიტომ, რომ ოპოზიციიდან კონკურენტი არ ეყოლებათ, იმიტომ, რომ რეალურად, გამარჯვების შანსი სხვას არავის ექნება. აქ საკითხი გადის იმაზე, პირველივე ტურში გააფორმებენ ამ გამარჯვებას, თუ დასჭირდება მეორე ტური," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.