16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს - გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

რუსეთის აგრესიიდან მე-13 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ყველა ასპექტი, ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე განიხილეს, სადაც საქართველოს პარტნიორებმა ოკუპირებული რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ბორდერიზაცია, გატაცებები, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ყველა ის დანაშაულები გაიხსენეს, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე საქართველო მიმართ ახორციელებს.

რეგიონებიდან განახლებული ინფორმაცია, მსმენელებს ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გააცნო.

სხდომის დასრულების შემდგომ კი სპეციალური მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა.

"ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომელიც გრძელდება პანდემიის მიუხედავად. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას. გალისა და ახალგორის რაიონებში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი. 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილებას, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც ქართული რეგიონებზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი,"- აცხადებს ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიროსლავ იენჩმა

დღის ამბები