მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის" - განაცხადა ბიკანტოვმა, რომლის სიტყვებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე ავრცელებს.