გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზეც ხელოვნების მუზეუმის ლოკაციის შეცვლის ბუნდოვანი გეგმა და დეტალები გააპროტესტეს, კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს.
"გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს და სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს ოპოზიცია და ამ თემის პოლიზიტირებასაც არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობენ.
ჩვენ ვიცით, რომ მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ სექტემბრის ბოლოს, მანამდე გასაგებია, რომ ვიღაცებს მოუნდებათ წინასწარ ყვირილი.
სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.