16 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
დღეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის წინაპირობა არ არსებობს და არც არის მოლოდინი, რომ გაჩნდება - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღესდღეობით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

მისივე შეფასებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ასეთი წინაპირობა უახლოეს მომავალში გაჩნდეს. 

"საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ოპოზიციის სურვილი, მოთხოვნა და ა.შ. არ მოხდება. ვადამდელ არჩევნებს აქვს კონკრეტული წინაპირობების განსაზღვრული და მხოლოდ ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს განსახილველი, რომელიც, ამ წუთას არც არსებობს და არც მოსალოდნელია, რომ გაჩნდება,"-აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები