16 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"უკანონობა დაკანონდა" - ვახტანგ შაქარიშვილი მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა მერიის კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა. ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, მერია გარე რეკლამის სფეროში კომპანია "ალმასთან" არაკანონიერ გარიგებაშია.

საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა აღნიშნა, რომ აუქციონი გუშინ დასრულდა და კონკურენციის პრინციპების დარღვევით კომპანია "ვისოლი" 15 წლით გახდა ბიზნესის მონოპოლისტი, რაც, მისი თქმით დაუშვებელია. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "კონსერვატორები და დამოუკიდებელი წევრის" თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ შაქარაშვილის შეფასებით

"თბილისელებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ სქემით ჩვენი ქალაქი კარგავს შემოსავლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები პროექტი განხორციელდება, ნაკლები გზა დაიგება, ნაკლები სკვერი მოეწყობა, ნაკლებ ადამიანს დავეხმარებით. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩემი არაერთგზის მცდელობისა, ეს უკანონობა დაკანონდა,"-აცხადებს ვახტანგ შაქარაშვილი. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ შაქარაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა, 

"ეს ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ლოტები შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ საბაზრო ფასით, გამოტანილია ორ ლოტად ღია აუქციონზე, სადაც ნებისმიერ კომპანიას შეეძლო მიეღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, სრული აბსურდია საუბარი კორუფციულ გარიგებაზე,"-აცხადებს ოთარ გრიგოლია. 

დღის ამბები