16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს დაწყებულ ომს საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

განცხადებები გაავრცელეს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რუმინეთის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, გაეროს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლიეტუვას ყოფილი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, ასევე ლიეტუვისა და შვედეთის ელჩებმა საქართველოში.

ისინი ერთხმად გმობენ რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

 

დღის ამბები